სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან

შეხვედრები კოლეგებთან


2017-2018 სასწავლო წლის I  სემესტრი

შეხვედრები გაიმართა  2017 წლის   13 ოქტომბერს,   20 ოქტომბერს,  27 ოქტომბერს.

13 ოქტომბერი--შეხვედრა I

თემა-- თვითშეფასების კითხვარი--ეს არის  საკუთარი საქმიანობის თვითკრიტიკის, ანალიზის მძლავრი იარაღი.

20 ოქტომბერი--შეხვედრა  II

 თემა--თვითშეფასების კითხვარის ანალიზი და საჭიროების დადგენა.

27 ოქტომბერ--შეხვედრა  III

თემა--სამოქმედო გეგმის ედგენა საჭიროების გათვალისწინებით და eschool-ში ასახვა (ელექტრონული სისტემაში განთავსების ინსტრუქცია)

 ამ შეხვედრებმა დაგვანახა, რომ თვითშეფასების  კითხვარის ობიექტურად შევსება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ჩვენი საჭიროებები და მასზე დაყრდნობით შევადგინოთ სამოქმედო გეგმა ისე, რომ მაქსიმალური  სარგებელი მივიღოთ კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც და მოსწავლეებთან მიმართებაშიც. კითხვარის ობიექტურად შევსება საშუალებას მაძლევს დავსახო  ჩემი ნაკლოვანების გამოსწორების გზა.

 საინტერესო იყო, პროფესიული  საქაღალდეების შესწავლა და სავალდებულო და დამატებითი საქმიანობის არჩევა. ჩატარებული შეხვედრების ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოხდა აზრთა გაცვლა- გამოცვლა და კარიერული წინსვლაში ერთმანეთისთვის ხელშეწყობა. გავიაზრეთ    ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა წინსვლისთვის.


   კარგი იქნებოდა  წვდომა გვქონოდა სახლში eschool-ze, ხშირად მოვახერხებდით პროგრამაში შესვლას . ეს კი უფრო მეტად  შემიწყობდა ხელს ჩემს მიერ არჩეული აქტივობების  დროულად და ეფექტურად განხორციელებაში.


2017-2018 სასწავლო წლის II  სემესტრი


შეხვედრები გაიმართა:   2018 წლის 2 თებერვალს, 9 თებერვალს  და 16 თებერვალს.

თემა:  ბლოგის შექმნა



02 თებერვალი--შეხვედრა პირველი
თემა: ბლოგის შექმნა და მისი მართვის ინსტრუქციები.

09 თებერვალი-შეხვედრა მეორე
თემა:  დრაივში ატვირთვა და დოკუმრნტებში (Microsoft  word, Microsoft powerpoint) ბლოგზე გამოქვეყნება.

16 თებერვალი--შეხვედრა მესამე 
თემა: ბლოგზე ვიდეოს გამოქვეყნების ინტრუქცია.

საგანმანათლებლო ინოვაციები დღეისთვის განიხილება, როგორც მთავარი პრიორიტეტი მთელ მსოფლიოში. ბლოგი, როგროც სწავლა-სწავლების ეფექტური საშუალება დღითიდღე პოპულარული ხდება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რესურსის მაქსიმალური გამოყენება.

ბლოგის შექმნის მიზანია, ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა; ჩემო მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა; ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა მოსწავლეებთან; კოლეგებთან  და ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობა.

შეხვედრის კურატორი, პედაგოგი, მაია გერლიანი, დაგვეხმარა შეგვექმნა პირადი ბლოგი (ელექტრონული პორტფოლიო). დეტალურად განვიხილეთ დოკუმენტების დრაივში ატვირთვისა და ბლოგზე გამოქვეყნების ინსტრუქციები. წინასწარ შექმნილ გვერდზე განვათავსეთ ჩვენს მიერ წარმოებული ((Microsoft word,Microsoft powerpoint) დოკუმენტები. ბოლო შეხვედრაზე კი გავეცანით ბლოგზე ვიდეოს გამოქვეყნების ინსტრუქციებს.

შეხვედრები დაგვეხმარა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა ის დადებითი ეფექტები, რაც მოსდევს ბლოგების ჩართვას სწავლა-სწავლებაში მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის.



  

Комментариев нет:

Отправить комментарий