სადამრიგებლო პროგრამა

 I / ბ  კლასის  სადამრიგებლო  პროგრამა
კლასის  დამრიგებელი: მაია ნარინდოშვილი
2018 -2019 სასწავლო  წელი
სადამრიგებლო  საათის ჩატარების  გრაფიკი და თემატიკა:

N  
თარიღი
 პროგრამის  შინაარსი
              მიზანი
1.
21.09
სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბება –
ერთმანეთის გაცნობა,სკოლასთან შეგუება, ურთიერთობის განმტკიცება
პიროვნული და მორალური განვითარება
2.
28.09
კლასში ქცევის წესების შემუშავება, წესები ჩვენი მეგობრები არიან,რომლებიც გვეხმარებიან სწავლასა და ურთიერთობაში(უფროსებთნ მისალმების, მიმართვის „თქვენ“ ფორმის გამოყენება, ხელის აწევის კულტურა
პიროვნული და მორალური განვითარება.
3.
05.10
სოციალურად ღირებულ ქცევებზესაუბარი–ეთიკა ზრდილობა საკლასო ოთახში, ჯადოსნური სიტყვები გმადლობთ, ბოდიში, თუ შეიძლება და ა. შ.
პიროვნული და მორალური განვითარება..
4.
26.10
მორალური ცნობიერების განვითარება–სწორი და არასწორი საქციელის შეფასება. არავის არ აქვს ჩაგვრის, ძალადობის, დაცინვის უფლება.მაგრამ არსებობს ქცევები რომლებიც ხდება უნებლიედ, შემთხვევით.
პიროვნული და მორალური განვითარება.
5.
02.11
ურთიერთობისას და სწავლის დროს წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები, კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა

პიროვნული და მორალური განვითარება.
6.
30.11
საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება, საქმის კეთებისას შრომისმოყვარეობისა და მონდომების მნიშვნელობა
პიროვნული და მორალური განვითარება
7.
07.12
საკუთარი სხეულის, როგორც უნიკალურის აღქმა, მისი გაფრთხილების აუცილებლობის გაცნობიერება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

8.

21.12


პირადი ჰიგიენა, თავის მოვლის ჩვევები,ჯანსაღი კვება და სასარგებლო პროდუქტები,სპორტული აქტივობის მნიშვნელობა

გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

9.
28.12
ავადმყოფობის გავრცელების წყაროები
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.



             
                II სემესტრი


10.
18.01
სახლის მისამართის,ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრების ცოდნა, სკოლის შენობაში ორიენტირება, უცნობ ადამიანებთან ფრთხილად ყოფნა, პირადი უსაფრთხოების დაცვა
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ–პატრიოტული ცნობიერება
11.
25.01
ქუჩაში მოძრაობის წესები, სხვადასხვა საგზაო ნიშნების მნიშვნელობა, შუქნიშნის ფერები
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ–პატრიოტული ცნობიერება
12.
01.02
ქალაქის თუ სოფლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ–პატრიოტული ცნობიერება
13.
22.02
დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციები
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ–პატრიოტული ცნობიერება
14.
01.03
წიგნიერების მნიშვნელობა, საყვარელი ზღაპრები და პერსონაჟები, მითები და წაკითხული მოთხრობები
თვალსაწიერის გაფართოება
15.
29.03
ხელოვნების სხვადსხვა დარგი: მხატვრობა, თეატრი, საყვარელი ფილმები და მულტფილმები, მუსიკა

თვალსაწიერის გაფართოება
16.
05.04
ტექნიკური საშუალებების და საყოფაცხოვრებო ნივთების დანიშნულება, მათი სარგებელი ან საფრთხე, გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა
თვალსაწიერის გაფართოება
17.
12.04
ადამიანთ შორის მსგავსება და განსხვავება, ემოციები, და ადამიანური თვისებები (სიკეთე, სიბეჯითე,სიმამაცე, სიზარმაცე)
პიროვნული და მორალური განვითარება
18.
19.04
დროის ყადრი. საათის დანიშნულება, დროის მართვა
პიროვნული და მორალური განვითარება
19.
03.05
მოსწავლის და ზოგადად ადამიანების: დედის, მამის,სხვადსხვა პროფესიის წარმომადგენლების უფლებები და ვალდებულებები, პასუხისმგებლობის გრძნობა
პიროვნული და მორალური განვითარება
20.
24.05
თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება „ თანაკლასელი“


პიროვნული და მორალური განვითარება

Комментариев нет:

Отправить комментарий