რესურსები

ელექტრონული წიგნი





რეფლექსია

ერთ-ერთი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენცია არის წიგნიერება. ელექტრონული წიგნები სწორედ ამ მიმართულების განვითარებას უწყობენ ხელს.კითხვის პროცესი ხდება საინტერესო, მოლოდინებით აღსავსე. მოსწავლეებს უვითარდებათ კითხვის, ტექსტის გაგება-გააზრების, ელექტრონული რესურსებით სარგებლობის, შემოქმედებითობის და წარმოსახვის უნარები. საბოლოოდ მოსწავლე ყალიბდება ეფექტურ მკითხველად.
სწორედ ამიტომ შევქმენი  ელექტრონული წიგნი  „ მწერები”. იგი განკუთვნილია  მეორე  კლასის მოსწავლეებისათვის. მისი გამოყენება შეიძლება ქართული ენის, ბუნებისმეტყველების და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე. რესურსი ხელს შეუწყობს ციფრული  წიგნიერების განვითარებას. შესაბამისობა ე.ს.გ სტანდარტთან :

 ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;

·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         მონაწილეობს პერსონაჟის, ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;

        
ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  1.    აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;

ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;

ბუნ.II.2.  მოსწავლემუნდაშეძლოსსიცოცხლისძირითადინიშნებისამოცნობა.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·         ჩამოთვლისცოცხალისხეულებისდამახასიათებელნიშნებს;  
·         ირჩევსცხოველს, აკვირდებადააგროვებსინფორმაციასროგორმოძრაობს, იკვებება, სუნთქავს, იზრდება, ვითარდებადამრავლდება. საკუთარმონაცემებსადარებსთანაკლასელებისნამუშევარს;
·         ადარებსერთმანეთსზრდასრულცხოველებსდამათნაშიერებს, აღწერსზრდა-განვითარებისპროცესშიმომხდარ (მაგ., ზომის, ფერის, საფარველის) ცვლილებებს;

ბუნ.II.3. მოსწავლემუნდაშეძლოსორგანიზმებისათვისგარემოსმნიშვნელობაზემსჯელობა.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·         აგროვებსინფორმაციასდამსჯელობსკონკრეტულიორგანიზმისსასიცოცხლომოთხოვნილებების (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი)  შესახებ;
·         ქმნისკონკრეტულიორგანიზმისათვისსაარსებოგარემოსმოდელს(მაგ., ჩანახატს, აპლიკაციასანსხვადასხვამასალისგან, მაგალითად, პლასტილინისაგანდამზადებულკომპოზიციას);
·         ლოკალურგარემოშიიკვლევსორგანიზმებისსხვადასხვასაბინადროს (მაგ., სორო, ბუდე, სახლი), აღწერსმათიაგებისთავისებურებებს

ისტექნ. I.1. მოსწავლეფლობსინფორმაციულდასაკომუნიკაციოტექნოლოგიებთან
დაკავშირებულძირითადცნებებსადაოპერაციებს.
ისტექნ. I.4.მოსწავლესშეუძლიაკომუნიკაციისტექნოლოგიურისაშუალებების
გამოყენება.
..I.4 . მოსწავლესშეუძლიანამუშევრებისშექმნაშთაბეჭდილებებისადაწარმოსახვისმეშვეობით.

ელექტრონული წიგნი ხდება მოტივაციის იარაღი ბავშვისთვის, მათ ხატოვან წარმოდგენას ზუსტად ესადაგება ჩემ მიერ მოძიებული და აწყობილი ანიმაციური ილუსტრაციები.
ელექტრონული წიგნი შექმნილი და გამოყენებულია სასწავლო მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად. რესურსი შეესაბამება მოსწავლეთა ასაკს, არის თანმიმდევრული და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი. გამოვიყენე ქართული ენის გაკვეთილზე,
მისი დახმარებით ტექსტის კითხვა გახდა სახალისო, ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და გასააზრებელი., მისი გამოყენება მოსწავლეებს  აძლევს მუშაობის და ინტერაქციის საშუალებას. მოსწავლეებს უქმნის დადებით ემოციურ განწყობას, აღძრავს ინტერესს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმლურ ჩართულობას. რესურსის გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს,  ამიტომ საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართვა ეფექტური და შედეგიანია, უზრუნველყოფს სასურველ უკუკავშირს.
ელექტრონული წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ბლოგზე:  maianarindoshvili.blogspot.com  რესურსებში.

                                  რესურსის  გამოყენების ინსტრუქცია
  რესურსი შექმნილია  Power Point-ის პროგრამაში, შეგვიძლია გავუშვათ პრეზენტაციის სახით პროექტორით, ეკრანის გაზიარების მეშვეობით გადავიტანოთ მოსწავლის ბუკებში ან ფაილის გავრცელების საშუალებით გავუგზავნოთ მოწავლეს.
სლაიდი 1- არის სატიტულო;
სლაიდი  2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11,12,13,14 - განთავსებულია მცირე ტექსტები, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევიან  მწერების  შესახებ. ისინი გაფორმებულია ჩემ მიერ მოძიებული და აწყობილი ანიმაციური ილუსტრაციებით.
    რესურსი არის მრავალჯერადი, მისი გამოყენება შეუძლია მასწავლებელს, რომლის მიზანიც იქნება ტექსტის წაკითხვა, ინფორმაციის მიღება- დამახსოვრება.






























































Комментариев нет:

Отправить комментарий