--გვახსოვდეს--
- მასწავლებელის პატივისცემა, მისი პროფესიის დაფასება, გაცნობიერება, რამდენ მოსწავლესთან აქვს მას კავშირი - უმთავრესია.
- თუ მშობელს ნამდვილად სურს, მისმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს სკოლაში,-მასწავლებლისადმი პატივისცემა მხოლოდ პირადად მასთან საუბრისას კი არ უნდა გამოიხატოს, არამედ შვილთან საუბრის დროსაც. მასწავლებლის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა შვილის თანდასწრებით მოსწავლის მოტივაციას სერი-ოზულ დარტყმას აყენებს.
- მასწავლებელი მშობლის მხარესაა, რადგან მასაც ძალიან უნდა, მის მოსწავლეებს ჰქონდეთ პროგრესი. მასწავლებელი ცდილობს, დროულად მოაგვაროს პრობლე-მები, რათა მეტი დრო დაუთმოს თავის უპირველესს მოვალეობას - სწავლებას.
- მშობელი უნდა ენდოს მასწავლებლის უკუკავშირს. თუ მის კომენტარებში აღწე-რილი ბავშვის ამოცნობა გიჭირთ, გახსოვდეთ, რომ მოსწავლეები არც თუ იშვიათად სხვადასხვანაირად იქცევიან სკოლასა და სახლში,რადგან სასკო-ლო და ოჯახური გარემო ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდება. სხვადას-ხვა გარემოში ისინი ხშირად სხვადასხვა წესებს მისდევენ.
- თუ მშობელი შვილის წარმატებით უკმაყოფილოა, ამის გამო ყოველთვის მასწავ-ლებელს არ უნდა მოსთხოვოს პასუხი. ყურადღებით წაიკითხეთ მასწავლებლის ანგარიშები, მისი განმავითარებელი შეფასებები, გაამახვილეთ ყურადღება ფაქ-ტებზე და გაარკვიეთ, რა უჭირს მას ყველაზე მეტად, იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლე-ბა გაკეთდეს დღეს.
- გააცნობიერეთ, რომ სკოლაში ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ ვერ წარიმართება. განათლება გუნდური მუშაობაა. მზად იყავით უკან დასახევად. გახსოვდეთ: ის, რაც თქვენ გინდათ, ყოველთვის საუკეთესო არ არის თქვენი შვილისთვის.
- სკოლის პერსონალთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რადგან იქ მოსწავლე წლებს ატარებს.
- თუ მასწავლებლის ნახვა გსურთ, უმჯობესია, ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოთ, უთხრათ, რაზე აპირებთ მასთან საუბარს. ამით ხაზს გაუსვამთ მისდამი პატი-ვისცემას და მისცემთ დროს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.
- თუ რამე გაწუხებთ, მასწავლებლის გვერდის ავლით ადმინისტრაციას ნუ მიმარ-თავთ - ჯერ მასწავლებელთან ერთად სცადეთ პრობლემის მოგვარება.
- შვილთან ურთიერთობით ჩაერთეთ სასკოლო ცხოვრებაში. ეს საუკეთესო გზაა, ესაუბროთ შვილს, გქონდეთ მასთან ნდობით აღსავსე დამოკიდებულება. ადრე-ულ ასაკში შეუმოწმეთ დავალებები, ესაუბრეთ ქცევით პრობლემებზე, იარეთ მშობელთა კრებებზე, დაეხმარეთ დროის ორგანიზებაში.
- თუ მზად ხართ, შვილს დავალებების შესრულებაში დაეხმაროთ, მოეთათბირეთ მასწავლებელს - ზოგჯერ ეს არ ეთანხმება სწავლების მისეულ მეთოდს, ასევე ხელს უშლის მოსწავლეს, მეტად დამოუკიდებელი გახდეს.
- რაიმე ინტერესის გასატარებლად იპოვეთ თანამოაზრე მშობლები - ამის წყალო-ბით თქვენს წინადადებას უფრო ადვილად გაითვალისწინებენ.
- მშობლის ინტერესი მხოლოდ ნიშნების მიმართ არ არის მართებული. მან უნდა გაარკვიოს:
- რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მის შვილს;
- სვამს თუ არა კითხვებს და პასუხობს თუ არა კითხვებს გაკვეთილზე, ერთვება თუ არა სხვადასხვა აქტივობაში;
- კმაყოფილია თუ არა, ანდა კარგად ეგუება თუ არა სკოლას, ხომ არ სჭირდება დახმარება;
- როგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან, ხომ არ ჩაგრავენ ან თავად ხომ არ ჩაგრავს ვინმეს;
- რამე ცვლილება ხომ არ შეინიშნება მის ქცევაში, რის გამოც თადარიგის დაჭერა ჯობს;
- სწავლობს თუ არა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში;
- ადვილად ასრულებს თუ არა ტესტებს;
- რა საკითხებს ან საგნებს იწყებს, რით ჯობს ხელშეწყობა შინიდან;
- ესმის თუ არა მასწავლებლის მოლოდინები და დროულად მოაქვს თუ არა დავა-ლებები, მზად არის თუ არა გაკვეთილებისთვის.
- რით შეიძლება შეუწყოთ ხელი მის პროგრესს. მშობლისა და მასწავლებლის ურ-თიერთობა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც შეუძლია, მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგ-ვეხმაროს.
- და,ბოლოს, მათ შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხიც.
- მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი თვითონ ირჩევს შედეგამდე მისას-ვლელ გზას და რომ ამ გზაზე მისი დამხმარე და თანამოაზრე მასწავლებელია. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ პედაგოგი ყოველგვარი სირთულის გამო მშო-ბელს არ მიმართავს, მისდამი უფრო მეტ ნდობას გრძნობს. მოსწავლე რწმუნდება რომ მისი მონაწილეობის გარეშე მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარე-ბას არავინ ეცდება, რომ საკუთარ საქციელზე, საკუთარ წარმატებასა თუ წარუმა-ტებლობაზე თვითონვეა პასუხისმგებელი. ეს ხელსუწყობს მისი პასუხისმგებლობის ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბაზო სკოლის ბოლო წლებ-ში და საშუალო სკოლაში, ანუ იმ ასაკში, როდესაც მოსწავლეს თანდათან უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივანიჭოთ.
--8 რეკომენდაცია ბავშვებს, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მშობლები უცნაურად ვიქცევით--https://edu.aris.ge/news/8-rekomendacia-bavshvebs-rogor-unda-moiqcet-tu-mshoblebi-ucnaurad-viqcevit.html
--მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში--
Комментариев нет:
Отправить комментарий